მესამე დღის რეფლექსია
მესამე სამუშაო შეხვედრაზე მოხდა სასწავლო პროექტის დაგეგმის შესწავლა, რაშიც მნიშვნელოვანი იყო სასწავლო გეგმის ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. მე ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა პროექტზე მუშაობისას საკვანძოა, რადგან პროექტის ზუსტად გაწერაში, მიზანზე გააზრებულად გასვლაზე უმნიშვლენოვანესია ეროვნული სტანდარტებისა და ინდიკატორების გათვალისწინება. ასევე მნიშვნელოვანია ძირითადი,თემატური,საკვანძო კითხვების შინაარსის გააზრება. სწორედაც რომ ძირითადი კითხვის სწორად დასმა ხელს შემიწყობს პროექტში, მოსწავლეების აქტიურ,გააზრებულ ჩართულობასა და მიზანზე გასვლაში. მადლობა ტრენერს ქალბატონ ნინოს.
Comments
Post a Comment