მეოთხე დღის შეფასება
ჩემი აზრით, მეოთხე სამუშაო შეხვედრა სხვა შეხვედრებისაგან ყველაზე შრომატევადი,საინტერესო აღმოჩნდა. ჩემთვის მსგავსი ტიპით მუშაობა შეფასების გეგმის შედგენაზე აბსოლუტურად უცხო იყო.შეფასების ხუთი სტრატეგიის თავისი მეთოდითა და ინსტრუმენტებით განხილვა და პროექტის აქტივობებზე შეფასების სახით ,,მიბმა,, უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან შეფასება განსხვავებულია მიზნიდან გამომდინარე. სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლისა და შეფასების დაგეგმის შესაძლებლობას ქმნის.
ტრენინგის ბოლო აქტივობაზე შევქმენით წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები. მადლობა ტრენერს ნინო კაჟაშვლის ესეთი რთული დავალების მარტივად, გასაგებად დასწავლისათვის.:)
Comments
Post a Comment